понедельник, 10 ноября 2008 г.


1. პროექტის სახელი : ART_ისტები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
3. პროექტის სრული აღწერა : შეიქმნება მოსწავლეთა ჯგუფები, რომელთაც დაევალებათ V-დან XII-კლასის ჩათვლით ჩაატარონ გამოკითხვა თუ ვის რა შესაძლებლობები გააჩნია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მოსწავლეების თანხმობის შემთხვევაში ჯგუფის წევრებთან მიიტანენ ნამუშევრებს. ეს შეიძლება იყოს : ნახატები, ფოტოები, პლასტელინით ან თიხით გამოძერწილი ნივთები, ბისერებით დამზადებული სამკაულები, მინანქარი, გობელენი, ლიტერატურული ნაწარმოებები, მათ მიერ დამზადებული მაკეტები ან მცირე ზომის მოდელები. ასევე იმ ნივთზე ან საგანზე, რომელსაც ბავშვები წარმოადგენენ, უნდა მოამზადონ პატარა საინტერესო ინფორმაცია. ინფორმაციის და ნივთების შეგროვების შემდეგ, ჯგუფის წევრები გააკეთებენ ბლოგს ხელმძღვანელის დახმარებით. საბოლოოდ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და ბლოგის პრეზენტაცია. გამოვლინდება გამარჯვებულები რომელთაც გადაეცემათ გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით შეძენილი წამახალისებელი პრიზები.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები : V-XIIკლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა : 2-3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, გამოკითხვის შედეგების დიაგრამაში გამოსახვა და ბლოგზე განთავსება, ნამუშევრების ფოტოალბომის დამზადება, გამოფენის პრეზენტაციის მოწყობა, შემოქმედებით მუშაობაში ჩართვა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : შეიქმნება ხელოვნების მრავალი ნაწარმოები, ბავშვები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
8. სარგებელი სხვებისთვის : გაეცნობიან სხვადასვა საინტერესო ინფორმაციას ხელოვნების ნიმუშების შესახებ, ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებენ გამოფენისგან.
9. სამუშაო ენა : ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი : მათემატიკა, ხელოვნება, შრომა, ინფორმატიკა, ისტორია.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : ნათია დონდუაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა : chupakapra777@gmail.com
14. პროექტის ფორუმი : http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea74220
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : http://art-istebi.blogspot.com/